უკრაინული დღეები - 22 მაისი

ბექა ქურხული

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი

მეოთხე ნაწილი

მეხუთე ნაწილი

მეექვსე ნაწილი

მეშვიდე ნაწილი

მერვე ნაწილი

მეცხრე ნაწილი

მეათე ნაწილი

 

22 მაისი

     დღეს კიევში ვბრუნდებით. მატარებლის ბილეთები უკვე ავიღეთ. რკინიგზა არც თუ ისე  უსაფრთხოარუსები განსაკუთრებით ებრძვიან  რკინიგზის ვაგზლებს, რადგან ევროპიდან და ამერიკიდან სამხედრო ტექნიკა, ძირითადად, რკინიგზით შემოდის, აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტებისთვის, მაგრამ აქ უკრაინაში, სამწუხაროდ, უსაფრთხო გზა და  უსაფრთხო ადგილი საკმაოდ პირობითი ამბავია, 2014 წლის ამბებიდან მოყოლებული და 2022 წლის 24 თებერვლიდან ომის დაწყებიდან ხომ მით უმეტესრუსეთი სად, როდის და რატომ დაგვარტყამს ან რის დაბომბვას დააპირებს, სად ააცილებს და რას მოარტყამს, ეშმაკიც ვერ გამოიცნობს

     დილიდან ვიბარგებით. ვემშვიდობებით ჩვენს სასტუმროს, ლტოლვილებს, მატრასებს, რომლებმაც გვარიანი წელკავი დაგვმართა; უხმოდ ვემშვიდობებით ჩვენს ბებოს, რომელიც შვილმა დაკარგა, დნეპრსა და ზაპოროჟიეს, სადაც მთელი კვირა გავატარეთ, ჩვენს  პიცერიას, მეტროვაგზალნაიასდა მშვიდობას, იმედსა და გამარჯვებას ვუსურვებთ

     წამოსვლის წინ ჭყონიამ მაინც ჩაატარა ტრიუკი. საქმე ის იყო, რომ ვადიმას სასტუმროს ადმინისტრატორი, თუ დირექტორი, თითქმის ყოველდღე გვივარდებოდა ნომერში:  ოთახებში პაპიროსს ნუ ეწევითოგოგა ბოდიშობდა; ჰპირდებოდა, აღარ ვიზამთო, როგორც იქნებოდა, გაიტყუებდა გარეთ, ერთს კარგად შეუკურთხებდა და იქვე უკიდებდა სიგარეტსმოკლედ, მთელი ეს დღეები, დაბომბვასა თუ სიწყნარეში, დარსა თუ ავდარში, ამათ თავიანთი ომი ჰქონდათბოლოს ჭყონიამ მოიფიქრა, კარს უკეტავდა, აღარ უღებდა და იყო მერე ერთი კარზე ბრახუნი დადიდი ლენინის ენაზემუქარა ნუ, სკოლკა რაზ ვამ პოვტარიატ, ვ ნომერე კურიტ კატეგორიჩესკი ზაპრეშჩენოვოტ ვსიო დალაჟუ ვადიმუ იაკოვლევიჩუპაჟარნიკოვ ვიზავუპოლიციუსჩას პატრულ პოდაიდიოტ“… გოგა სისინით აგინებდა ქართულად, ადმინისტრატორსაც, პატრულსაც, „პაჟარნი კამანდასაცდა თან ჯინაზე ისე ისტერიულად არტყამდა ნაფაზს  ნაფაზზე, თითქოს მართლა ვიღაც მოვარდებოდა და ძალით წაგლეჯდა სიგარეტს  პირიდან

     ხოოდა, გენავ,  მიგელ დე სერვანტესისა და ილია ჭავჭავაძისა არ იყოს, ჩემო მოცლილო, ან იქნებ ძალიანაც მოუცლელო, წარჩინებულო (ისე  სერვანტესიც და ჭავჭავაძეც თავადები გახლდნენ, დასავლეთ აღმოსავლეთ იბერიისა), ან იქნებ ძალიანაც უბირო მკითხველო, ასე პატიოსნად ვიბარგებოდით მე და ჭყონია, რომ კარზე კარგი, დაშხოშიანი ბრახუნის ხმა გაისმაგოგამ ნამდვილი გურული სისწრაფით, კელასავით გასტყორცნა კაი მამალიბიჩოკიფანჯრიდან და ზუსტად ცხონებული იპოლიტე ხვიჩიას მოძრაობით   არ დაიდარდოში  რომ სიგარეტის კვამლს იგერიებს, ვითომ გაანიავა ოთახი და გაცოფებულმა კი არ გამოაღო, გამოგლიჯა კარი, სადაც ყურებამდე გაღიმებული და გაბადრული ვადიმა შერჩა ხელთ 

     ნუ, იაკ ვი რებიატა, სობრალის უჟე?..  ია ვამ პრიზნაიუს, მი დოლჟნი პოტოროპიტსა,  დო ოტიეზდა ჟე ნადა იშჩო უსპეტ ვიპიტ, ნა პროშჩანიე ი ნა დაროგუ…“ და ხალისიანად შემოგორდა ჩვენს ნომერში. შემოგორდა და მოჰყვა უკანპაჟარნი კამანდაზეუფრო მეტად თუ არა, არანაკლებად აკივლებული სასტუმროს დირექტორი, თუ ადმინისტრატორი 

     ნუ, შტო  ვი ტვორიტე, ზაბროსილი ოკუროკ პრიამა ზა შივოროტ ჩელოვეკუ, ტამ პოდ აკნომ  პარნი სტაიალი, ჩუტ ნე საჟგლი ჩელოვეკა. ნუ, ვადიმ იაკოვლევიჩ, პრიმიტე პოჟალუსტა მერი  ვსე ეტი დნი ხულიგანიატ ვაში გოსტი, პიუტ, კურიატ ვ ნომერე, ნიჩევო ს ნიმ ნე მოგუ პოდელატ, სკოლკა რაზ პრედუპრეჟდალ…“

     აი, აი, აიბეზპრედელნიაჩაიუტ და გრუზინი, ვედუტ სებია პლოხა“… აღშფოთდა ვადიმ იაკოვლევიჩიც

      ნე ტო სლოვონე ტო სლოვაპრიამ ნე ზნაიუ უჟეი ტაკ უ ნას ვსეხ ნერვი ნა პრედელეა ანი იშჩო ჩელოვეკა პოდაჟგლი 

      ვოტ ია იმ სჩას  უსტროიუ ნაგანაი, ვოობშე ვიშლიუ იხ ატ სუდა, სეიჩას ჟე სობერიტე ვეშჩი, ი სდადიტე  კლიუჩ ნომერავოტ ვიდიტე, ია იხ ვისილაიუვსო სობრალის ი ნოგი ვაშეი  ბოლშე ნე ბუდეტ ზდეს…“ დაგვტუქსა ვადიმამუკვე კიბეზე კი  გაიხედგამოიხედა და ჩაგვჩურჩულა:  ტა  ბოგ მილოვალ, ვო ვრემია სპასლისია ვამ პრიზნაიუს, დრუზია, ვედმა რედკაიადაჟ ია,  ვ სობსტვენნომ გოსტინიცე ხაჟუ აგლიადივაიას, შტობი ატ კუდატა ნე პოდკრალას ეტა სტერვა…“

     ზუსტად ერთი კვირა 15-დან 22 მაისამდე მოგვიწია აქ ყოფნაგარდა უამრავი ინფორმაციისა, გადაღებული კადრებისა და დენთის სუნისა, საბოლოოდ დაძმაკაცებული ვადიმასი, რომელმაც კრაკოვისვაგზალშიდაკარგული კამერის  სანაცვლოდ გმირულად გამოგვატანა თავისი და ჩემს ნათესავებთან შეხვედრისას, გარდა უზარმაზარი კონცერტისა დნეპრის მეტროსადგურვაგზალნაიაში  სადაც მე და გოგას სოლო და ვოკალური გამოსვლა გაგვემაზა, კიდევ უამრავი შთაბეჭდილება გამოვიყოლეთპირველ რიგში უკრაინის ომისა და ტრაგედიის მასშტაბებიზაპოროჟიეში რუკას რომ დავხედე და ჩვენს   მომავალ უკანა გზას გამოვაყოლე თვალი დნეპრი, კიევი, ლვოვი, კრაკოვი, ქუთაისი, თბილისი  თმები ყალყზე დამიდგა, ისე ღრმად ვიყავით შესულები და იმდენი გზა გვქონდა უკან გასავლელი, თუ, ღვთის წყალობით, ამ უკანა გზას გავივლიდითაქედან პირდაპირი გზა რომ იყოს გახსნილი, ორჯერ უფრო ახლოს ვიყავით საქართველოსთან, ვიდრე იმ მარშრუტით, რომლითაც უნდა დავბრუნებულიყავითესეც საუკეთესო შემთხვევაში, გეგმა თუ არ აგვერეოდა ამ ომში

     ვადიმამ დნეპრის რკინიგზის ვაგზლამდე მიგვაცილა.

     ვადიმ, ტი  ზნაეშ, შტო უ დაგესტანცევ იესტ დავოლნა ხაროში  პისატელ რასულ  გამზატოვ?.. „ტატა პრავილნაიესტიესტ ია ტე პრიზნაიუს ზნაუ ო ნ ი პოეტ ნე პლახოი კსტაწი…“ „ვოტ უ ნეგო ვ კნიგემოი დაგესტან  იესტ ტაკოი  აბზაც: „და პუსტ  ალლაჰ ნე ბუდეტ დავოლნიმ ს  ტემ  გორცემ,  კატორი ნე  რად გოსტიუ, ნო ვსიორავნო, სამიმ  ლუჩშიმ ობრაზომ გოსტ ვიგლიადიტ სო სპინი,  კოგდა ონ უხოდიტ“…  ტატაპრავილნა, ია ტებია პრიზნაიუს  დაგესტანეც რასულ  გამზატოვ პრავპრავ…“  გაიხარა ვადიმამტა ია ვას ობნიმუია ბუდუ პო ვამ სკუჩატ…“  შეჯდა  თავისსუბარუსჯიპში და შვებით დაგაზა იქიდაანდავრჩით ისევ მე და ჭყონია,  ჩიპი და დეილივით მარტოები ჩვენს ფათერაკებთან. დაგაზა   და გაასწრო კიდევაც ჩვენმა იღბლიანმა ებრაელმა, ვადიმა იაკოვლევიჩმა 

    იმ წუთასვე განგაშის სიგნალი ჩაირთო და დასცხეს და დასცხეს ჩვენს ვაგზალსვაგზლის შესასვლელი გენერალური კარი სასწრაფოდ ჩარაზეს, ყველანი სარდაფში ჩაგვრეკეს და საიდანღაც ე.. „ჩორნი ხოდებითმიგვიყვანეს მატარებლამდე.  სასწრაფოდ, ფაქტობრივად ბილეთების შეუმოწმებლად  შეგვტენეს ვაგონებში და სასწრაფოდ გაგვარიდეს აალებულ ვაგზალს….

     კიევამდე შედარებით უსაფრთხოდ ვიმგზავრეთ, ერთი ეგ იყო, მატარებელი ხშირხშირად ჩერდებოდა და იყო საფრთხე, რომ კიევში კომენდანტის საათის დაწყებამდე ვერ ჩავასწრებდით, რომელიც, როგორც უკვე  მოგახსენეთ, ღამის 11 საათზე იწყებოდაესეც დიდი არაფერი, მთავარია, შუა გზაში არ მოგვისწროს, როგორც პირველ დღეს, როცა ლვოვში პირდაპირ კომენდანტის საათში შევერიეთ ან, როგორც შარშან ზაფხულში, როდესაც ჩემი დედულეთიდან კახეთიდან თბილისში წამოვედი ჩემი მანქანით, კომენდანტის საათმა ბადიაურთანდამასტუკადა ბოლოს მშობლიურ საგარეჯოში შევასწარი, ბიძაშვილებთან, ქურხულების  უბანში

     თუ კომენდანტის საათის შემდეგ ჩავაღწევდით, ტაქსის დაჭერას შევეცდებოდით (ტაქსის შეეძლო გადაადგილება, ოღონდ, ყოველ ბლოკპოსტზე საგულდაგულოდ გამოწმებდნენ). თუ ტაქსის ვერ დავიჭერდით და  ისევ ჩემი ავღანელი არ მოგვეშველებოდა, როგორც მაშინ 12 მაისს, 10 დღის წინ, მაშინ კიევის რკინიგზის ვაგზალში მოგვიწევდა ღამის გათენება, მაგრამ ეგეც არაფერი ომი ომია,  თანაც  ვადიმას სასტუმროს მატრასების შემდეგ რკინიგზის ვაგზალში კი არა ტანკზე დავიძინებდით

     გოგა გზაში დროს არ კარგავდა და გამუდმებით რეკავდა ქართველ და უკრაინელ თანამებრძოლებთან. ზოგი აფხაზეთის  ომიდან  მოჰყვებოდა, ზოგი უკრაინის ბრძოლებიდან, 2014 წლიდან მოყოლებული. დაუკავშირდა  და შეხვედრაზე შეუთანხმდა უკრაინული შეიარაღებული წინააღმდეგობის ცოცხალ ლეგენდას, „უნა უნსოსმეთაურს, ვალერი ბობროვიჩს, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული იბრძოდა უკრაინის დამოუკიდებლობისთვისდაუკავშირდა ქართველ მებრძოლებს, რომლებსაც მეორე დღესვე, ანუ ხვალ, 23 მაისს, დავუთქვით შეხვედრაჯერჯერობით, ამაოდ ცდილობდა დაკავშირებას თანამებრძოლთან და აქ,  უკრაინაში უკვე და საკმაოდ ცნობილ საველე მეთაურებთან, „ტოპოლიასთან“ „კუმთან“ (ეს მეტსახელებია ე.. „პოზივნოები“) .

    ოლეგ ბელიი თუ ბილიი, რომელიც 15 მაისს სწორედ დნეპრში წასვლის წინ შეგვხვდა და ჩვენს პასპორტებს ფოტოები გადაუღო, ყველანაირ დახმარებას შეგვპირდა და წავიდა, ეგრეც წავიდა და წავიდა, აღარც გამოჩენილა, არც ჩვენი ზარებისთვის არ უპასუხიაგოგა ამბობდა, ალბათ ფრონტის ხაზზე არიანორომც არ ყოფილიყვნენ მაინც არ გავამტყუნებდიომია, ომში კი ზედმეტად არავის არავისი თავი არა აქვს

     უკვე ღამის 11-ის ნახევარი იყო, კიევში რომ ჩავაღწიეთაქედან ჩვენი უბანი  სლავუტიჩი“, სადაც ისევ ვალერა სერგეევს უნდა მივდგომოდით, საკმაოდ შორი იყო. შეიძლება, ვერც მიგვესწრო კომენდანტის საათის დაწყებამდე და შეიარაღებულ პატრულს ჩავვარდნოდით ხელშიმაგრამ ისე გვინდოდა ამ დაძაბული ერთი კვირის შემდეგ, საწოლში ადამიანურად გამოძინება, რომ გადავწყვიტეთ, გაგვერისკაილი ნარი, ილი კანარი!..“ და ვალერი სერგეევისასობნიაკი“, დიახაც რომ, კანარის  ვილებად გვეჩვენებოდათანაც ვის დავუმალო, ორივეს გვევასებოდა  ეს რისკი და ხიფათი და ჰა ეხლა

     გვევასებაო და გიყვარდეს, კაი კისრისტეხით შევცვივდით კიევის მეტროში, „სლავუტიჩამდერომ მიგვესწრო…. ჭყონია ისე მარჯვედ დაძვრებოდა და იკვლევდა გზას, 4-ხაზიან, დახლართულ და ურთულეს  კიევის მეტროში, თითქოს მისი გათხრილი და აშენებული  ყოფილიყოსსწორედ გოგას ალღოს წყალობით, „სლავუტიჩისმეტროდან ტყვიასავით  გამოვარდნილებმა ფეხად შევასწარით ვალერა სერგეევის სახლში, სადაც ძიაძია ვალერა დიდი ოვაციებით შეგვხვდაძალიან გაიხარა, ჩვენი დანახვით, ჩვენმა გერმანელმა ქალბატონმა ავჩარკაგრეტჰენმაც“…

     დაბოლოს, როდესაც ერთი კვირის შემდეგ  მეორე სართულზე, კვლავ  ჩემს ოთახში“, ნამდვილ ადამიანურ საწოლზე გავიშხლართე, სადაც მატრასებისგან განსხვავებით, ძილში წონასწორობის დაცვა აღარ მიწევდა, ნამდვილი კახური გულწრფელობით აღმომხდა

     , რა კარგი რამე ყოფილაკრაოტი“, ბიჯოო