ბოჭორიშვილის კლინიკაში თეთრიწყაროდან 3 პაციენტი შეიყვანეს, მათგან 2 ბავშვია

პუბლიკა

ბოჭორიშვილის კლინიკაში, ბოქსირებულ სექტორში, მკურნალობს 84 პაციენტი. აქედან 69-ს აქვს დადასტურებული Covid 19-ის დიაგნოზი. 69-იდან 19-ია 18 წლამდე ასაკის მოზარდი. ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

„გუშინ დაგვემატა 3 პაციენტი – მათგან 2 არის ბავშვი, რომლებიც გადმოყვანილი არიან კარანტინის ზონიდან, და ერთი მოზრდილი. სამივეს მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ჩვენს კლინიკაში სამივე დადასტურებული დიაგნოზით გადმოვიდა“, – ამბობს მაკა სოლოღაშვილი.

მისი თქმით, ბავშვები არიან თეთრიწყაროს კლასტერიდან. ასევე თეთრიწყაროს კლასტერია მესამე მოზრდილი პირიც, რომლის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა.

ბოჭორიშვილის კლინიკაში ერთი პაციენტი რჩება რეანიმაციაში. 10 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა.