ბოდბეში კაცი ამბობს, რომ სასულიერო პირმა სცემა, შსს-მ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

ზემო ბოდბეში მცხოვრები 61 წლის კაცი ამბობს, რომ სასულიერო პირმა სცემა.

„მთავარ არხთან“ ინტერვიუში ის ამბობს, რომ ადგილობრივმა სასულიერო პირმა და სტიქაროსანმა სახლში მიაკითხეს, მანქანაში ჩასვეს, გაიტაცეს და სცემეს.

როგორც შსს-ში „პუბლიკას“ უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.