ბოლნისში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს სცემეს | შსს-მ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუთში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ისმაილ გაჯიევს სიტყვიერი და ფიზიკური  შეურაცხყოფა მიაყენეს. გაჯიევის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ მას „ოცნების“ წევრები დაესხნენ თავს.

„ჩემს ქმარს დაუძახეს, ეზოში გავიდა, აგრესიული საუბარი დაუწყო, დაარტყა და წავიდა. ჩემს შვილს კითხულობდნენ სად არისო, არ ვიცი რა უნდოდათ. ალბათ ოცნებიდან იყვნენ. ერთი ილგამ იბრაგიმოვი იყო, მეორე მანქანაში ელოდებოდა“, – განაცხადა ისმაილ გაჯიევის მეუღლემ.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინსიტროში განუცხადეს, რომ გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.