ბრენდი 20th Century Fox ოფიციალურად აღარ არსებობს

პუბლიკა

ბრენდი 20th Century Fox ოფიციალურად აღარ არსებობს.

კინოინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გასართობ ბრენდთან გასულ წელს კომპანია Disney-მ 71,3 მილიარდ დოლარიანი შეთანხმება გააფორმა. იანვარში რებრენდიგნის შედეგად Disney-მ 85 წლის კომპანია 20th Century Fox-ის კინოსტუდიას სახელი შეუცვალა და 20th Century Studios უწოდა. რამდენიმე დღის წინ კი Disney-მ განაცხადა, რომ სახელს უცვლის სატელევიზიო სტუდიას – 20th Century Fox Television-ს და არქმევს 20th Television.

კომპანია 20th Century Fox-ის ლოგოს ქვეშ 85 წლის განმავლობაში კინოეკრანებზე გამოდიოდა ისეთი ფილმები, როგორიცაა „ყველაფერი ევას შესახებ“, „მუსიკის ჰანგები“, „უცხო“ და ა.შ. ამავე კომპანიის სატელევიზიო სტუდიას ეკუთვნის ანიმაციური სერიალი „სიმპსონები“, M*A*S*H და ა.შ. 1937 წელს დაარსებული, დღეს უკვე უმსხვილესი კომპანია Disney კი სხვა სტუდიებთან ერთად ფლობს Lucasfilm-სა და Marvel Studios-ს.