ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა - ვიოლა ფონ კრამონი

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღა, რადგან ევროპარლამენტი განიხილავს მნიშვნელოვან რეზოლუციას სამიტამდე ცოტა ხნით ადრე.

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა, ევროპარლამენტი განიხილავს საკვანძო რეზოლუციას ევროკავშირის ისტორიულ სამიტამდე ცოტა ხნით ადრე. საქართველოს ჰყავს ცოცხალი, ევროპული საზოგადოება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას საქართველოსთვის, როგორც კი მისი მთავრობა შეწყვეტს დემოკრატიის უკანდახევას. ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

 

6 ივნისს მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის გზაზე საქართველო აღებულ ვალდებულებებს წარმატებით ასრულებს და „ახლა ჯერი ევროპაზეა“.

LB loan image desktop LB loan image mobile