„ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის“ - კობახიძე

პუბლიკა

ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის – ირაკლი კობახიძე ამ განცხადებით გამოეხმაურა ოპონენტი პარტიების მხრიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების დასახელებას. მისი თქმით, გახარია არა მხოლოდ კანდიდატი, მომავალი პრემიერიცაა, რომელიც ქვეყანას პრობლემების დაძლევაში დაეხმარება.

„ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის. ჩვენ გვყავს რეალურად ერთადერთი ძლიერი და ღირსეული კანდიდატი პრემიერ-მინისტრობისთვის და ის არა მარტო კანდიდატია, არამედ ის არის მომავალი პრემიერ-მინისტრი ჩვენი ქვეყნის, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანა დაძლევს პანდემიიდან გამომდინარე პრობლემებს უახლოეს მომავალში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში. ამის შემდეგ, გვექნება ძალიან სწრაფი ტემპით ეკონომიკური განვითარება ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს „ლელომ“ პრემიერობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა. ასევე ცნობილია, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ კანდიდატი გიორგი ვაშაძეა, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ კი კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი.