ცემას არ გიპირებთ, სად თქვენ და სად ჩვენ. მაქსიმუმ შეიძლება მანჯგალაძემ გცემოთ - ღუდუშაური ვაშაძეს

პუბლიკა

„ჩვენ ცემას არ გიპირებთ, მაგრამ ამ ტინგიცობასა და შეურაცხყოფაზე გუშინ რაც თქვით, მე გიპასუხებთ შემდეგს, რომ სად თქვენ და სად ჩვენ. შეეგუეთ ამ რეალობას“, – ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „რეფორმების“ წარმომადგენელ გიორგი ვაშაძეს.

„ჩვენთან არის ასეთი დეპუტატი, რომელიც ომახიანად გამოდის ხოლმე, მოგვიწოდებს, სხვადასხვა საკითხებზე ვიომოთ. გვასწავლის, როგორი მაგარია, როგორი მებრძოლია, მაგრამ ამავდროულად არის ბუნებრივად ისეთი მშიშარა და მხდალი, თუ ბრიფინგი არ ჩაატარა, დაზღვევის გარეშე საკუთარ კოლეგებთან სხდომათა დარბაზში ვერ ბედავს შემოსვლას. ასეთი დეპუტატიც არის დარბაზში. ჩვენ ცემას არ გიპირებთ, ბატონო გიორგი. მაქსიმუმ, ვინც შეიძლება გცემოთ, გვერდით გიზით ბატონი მანჯგალაძე. ამიტომ მაგისი გეშინოდეთ. ჩვენ ცემას არ გიპირებთ, მაგრამ ამ ტინგიცობაზე და შეურაცხყოფაზე, გუშინ რაც თქვით, მე გიპასუხებთ შემდეგს, რომ სად თქვენ და სად ჩვენ. შეეგუეთ ამ რეალობას“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს, 8 ივნისს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მასზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს.

მისი თქმით, მოჭიდავე დეპუტატებს დაავალეს პროვოკაციის მოწყობა და ეს დავალება გაცემულია პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან.

როგორც მან აღნიშნა, გუშინ მძიმე საუბრები ჰქონდათ მისი ფრაქციის წევრებთან და ამისი ნიშნები იყო გუშინაც.

„წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს. არ ვიცი, სხდომათა დარბაზში იგეგმება თუ გარეთ, ამის ნიშნები იყო გუშინ, განცხადებების შემდეგ. ზუსტი ინფორმაცია მაქვს, ისინი აპირებენ ჩემ მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას და დაავალეს საკუთარ ფრაქციაში მოჭიდავე და გაუგებარ დეპუტატებს, რომელთა სახელი და გვარი არავინ იცის, რომ რამენაირად პროვოკაცია მოაწყონ“, – თქვა მან.


„სად ერეკლე და სად „ქართული ოცნება”, ფსევდოპატრიოტი კობახიძე, ეს არის რეალური სახე ამ ადამიანის და მთლიანად „ქართული ოცნების”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გუშინ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა.

LB loan image desktop LB loan image mobile