ცესკოს ბლოკირება ისჯება კანონით - მდინარაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მელიას მოწოდება ცესკოს შენობის პიკეტირებაზე შენობის ბლოკირებას ნიშნავს და ისჯება კანონით.

„როდესაც ამბობ, რომ არავის შეუშვებ და არავის გამოუშვებ შენობიდან, რომელიც არის განსაკუთრებული ობიექტი და ამას არქმევ პიკეტირებას, ეს არის მოტყუება საზოგადოების. პიკეტირების განმარტება აბსოლუტურად სხვა არის და როდესაც განზრახვას აანონსებ და შენს აქტივისტებს მოუწოდებ, რომ ხვალ დილიდან იქ ვერავინ შევა და გამოვა, ეს არის ბლოკირება და ეს განხორციელების შემთხვევაში, 222-ე მუხლით ისჯება. პიკეტირება დაარქვეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჰქონდეთ სპეკულირების საშუალება“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცესკოსთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.