ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯემებელი ოქმების შედგენა დიალოგის უპატივცემულობაა - ვაშაძე

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ცესკოს მიერ დღეს, საპარლამენტო არჩევნების შემაჯემებელი ოქმების შედგენა, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის დიალოგის უპატივცემულობაა.

„ეს არის დიალოგის უპატივცემულობა. ეს არის იმ ადამიანების უპატივცემულობა, რომლებიც თავის სახელმწიფოს პრესტიჟს, თავის პროფესიონალურ დროს და საქართველოს სიყვარულს ახარჯავენ იმაზე, რაც ქართველებმა თვითონ უნდა გააკეთონ..

ჩვენ აუცილებლად უნდა შეგვეძლოს საქართველოს მოაქალაქისთვის, რომ ჩვენ ამოვწურეთ ყველა შესაძლებლობა და ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მათი ხმები დაგვეცვა… იქნებ პროტესტმა იმუშაოს, იქნებ მასთან დაპარალელებულმა დიალოგმა იმუშაოს,”, – განაცხადა ვაშაძემ “მთავარი არხის” ეთერში.

დღეს ცესკოში სხდომა დაინიშნა. სხდომის დღის წესრიგის მიხედვთ, განსახილველ საკითხთა შორისაა, 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებისა და  მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამება.

ასევე, ცესკოს დღევანდელი სხდომის დღისწესრგშია  ,,ევროპული საქართველოს”,  ,,ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“,  “პატრიოტთა ალიანსი“,  პოლიტიკური გაერთიანების ,,სამართლიანობისთვის“,  ,,გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საიას მიერ  შეტანილი საჩივრების განხილვაც.

 

LB loan image desktop LB loan image mobile