ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით ბიუჯეტიდან დაფინანსებას 12 პარტია მიიღებს

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ პარტიების დაფინანსების შესახებ ოფიციალური განკარგულება გამოსცა.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, სახელმწიფო დაფინანსების მიმღები ე.წ. კვალიფიციური სუბიექტი 14 პარტია გახდა, თუმცა საბიუჯეტო თანხას მხოლოდ 12 მიიღებს, რადგან მათგან ორს – “მოქალაქეებსა“ და “გირჩს“ ცესკოსთვის შესაბამისი განცხადებით არ მიუმართავს.

 

LB loan image desktop LB loan image mobile