„ჩვენ გვემუქრება მხოლოდ ეკლესია და სინოდი“ – ქრისტეფორე წამალაიძე

პუბლიკა

მარგვეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის, სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილი,  ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია  „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს.

ქრისტეფორე წამალაიძე ტელეკომპანია „მთავართან“ აცხადებს, რომ ვერ იტყვის, რაიმე კავშირში არის თუ არა მისი შვილის გარდაცვალებასთან მისი აქამდე გაკეთებული განცხადებები, თუმცა ამბობს, რომ ეკლესია და სინოდის წევრები მას ემუქრებიან.

„დილით 7-ის ნახევარი იყო თუ 6-ის ნახევარი, ოთახიდან ტუალეტში რომ გამოვიდა, ჩაიკეცა. სანამ მოვიდა სასწრაფო დახმარება, გარდაიცვალა. ჩვენ წინააღმდეგ დიდი ხანია, ბრძოლა დაწყებულია. ეკლესიისა და სინოდის წევრები არ ისვენებენ უკვე წლებია… ჩვენ გვემუქრება მხოლოდ ეკლესია და სინოდის წევრები“, – ამბობს ის.

მარგვეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის, სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილი,  ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია  „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ქრისტეფორე წამალაიძე 1980 წელს ქორეპისკოპოსად დაინიშნა.  მრევლის საჩივრის გამო, სინოდმა მისი საკითხი 1995 წელს განიხილა და რამდენიმე წლის შემდეგ – 2000 წელს მღვდელმსახურების უფლება საერთოდ შეუჩერა.

სინოდის ბოლო სხდომის შემდეგ ის მედიასთან გამოჩნდა და განაცხადა, რომ საჭიროა საერთო საეკლესიო კრების მოწვევა, რომელზეც ყველაფერი გაირჩეოდა. როგორც ის ამბობდა, სჯულის კანონში წერია, რომ წელიწადში 2-ჯერ უნდა ხვდებოდნენ საეკლესიო თუ საერო პირები და უნდა ხდებოდეს გარჩევა.

LB loan image desktop LB loan image mobile