ჩვენი თანაგუნდელი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით დააშანტაჟეს - ვაშაძე

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათ ერთ-ერთ თანაგუნდელს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით დაემუქრნენ.

„არჩევნები ახლოვდება და სამწუხაროდ, არიან ჯგუფები, რომლებიც პირადი ცხოვრებით შანტაჟს ამ არჩევნებზე არ მოერიდებიან. მე თითოეულ მათგანს პირდაპირ ვაფრთხილებ: ხელი არ წაგიცდეთ მსგავს ქმედებაზე, რომელიც არის უკანონობა და უმკაცრესი რეაგირება ექნება ჩვენი მხრიდან. ჩვენ რიგი მიზეზების გამო კონკრეტულ შინაარსზე ვერ ვსაუბრობთ, მაგრამ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟს ნამდვილად ჰქონდა ადგილი და გამგები კარგად გაიგებს, რასაც მე ახლა ვლაპარაკობ. ჩემი ამოცანა, როგორც პრემიერ-მინისტრის იქნება ყველა ადამიანი, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტებით შანტაჟის მცდელობა მაინც ექნება, უმკაცრესად იყოს დასჯილი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

ეს შეეხება ერთ-ერთი ჩვენი თანაგუნდელის პირად ცხოვრებას, მის პერსონალურ ინფორმაციაზე საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ, მაგრამ ამ განცხადებას ძალიან კარგად დაინახავს ის ადამიანი, რომელმაც გაბედა და მსგავსი ტიპის შანტაჟი განახორციელა. ვის აქვს წვდომა ჩანაწერებზე და გარკვეულ ინფორმაციებზე? ჩვენი ეჭვია, რომ კავშირი არის სწორედ მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებთან. ამ განცხადებას ვაკეთებთ პრევენციულად, რომ ვინმემ რაიმე ნაბიჯის გადადგმა არ გაბედოს”, – განაცხადა ვაშაძემ.