აქცია „კირნათიჰესთან“ | ადგილობრივების თქმით, მიწები დაეტბორათ და კომპენსაციას ითხოვენ

პუბლიკა

აჭარაში, სოფელ კირნათში მცხოვრები ოჯახები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, „კირნათიჰესის“ მშენებლობამ იმ სახნავ-სათესი ნაკვეთების დატბორვა გამოიწვია, რომლებიც მათი შემოსავლის წყარო იყო. აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ მიწის სანაცვლოდ კომპენსაციები სრულად არ მიუღიათ.

​„ვუცდით მთავრობის გადაწყვეტილებას 15 თებერვლამდე და გადავწყვეტთ, შემდეგ როგორ ვიმოქმედებთ. არ გავჩერდებით! ჩვენს მიწას ფანჯრიდან ვხედავთ და ვერ ვამუშავებთ, ადრე ბოსტანი გვქონდა, სიმინდი. თანხის ნახევარი გადაგვიხადეს. მეორე ეტაპზე უნდა მოგვწეოდა კომპენსაციის მეორე ნაწილი და დღემდე არ მიგვიღია.  კომპანია არ გვღებულობს, გვეუბნებიან, რომ მთავრობამ მოგვიტანოს თქვენი ნახაზები და აგინაზღაურებთო. მთავრობაში გვეუბნებიან, რომ კომპანია არ გაძლევთო და გვათამაშებენ“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას რამდენიმედღიან ვადას აძლევენ – „თუ კომპანიასთან ერთად არ განიხილავს თითოეული ამ ოჯახის საქმეს, მაშინ სხვა გზას მივმართავთ“ – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.