ციფრების ამგვარი მატება მიჰყვება ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს - გაბუნია ინფიცირების ახალ შემთხვევებზე

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კორონავირუსის გავრცელების შესახებ ისაუბრა და ჟურნალისტის შეკითხვას ბოლო დღეებში ახალ შემთხვევების მატების დინამიკაზე უპასუხა, რომ 10 დან 20-შემთხვევამდე დღეში არის ის პროგნოზული მატება, რომელიც  სამინისტროს კარგ მოსალოდნელ სცენარშია გაწერილი.

„ინციფრების ამგვარი მატება მიჰყვება ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს და ეს ის სცენარია, რომელიც შეესაბამება სოციალური დისტანცირების 30%-იან მაჩვენებელს – მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში სოციალური დისტანცირების პროცენტი მაღალია, 30%-ზე შეგვიძლია ვისაუბროთ. იმედი მაქვს, რომ პროგნოზი, რომელიც ამ სცენარის მიხედვით შედგა გამართლდება და გვექნება ზომიერი, ეტაპობრივი და თანდათანობითი მატება. მოვახერხებთ გადავავადოთ პიკი, არც მივიღოთ ეს პიკი რამდენიმე თვის განმავლობაში და ამგვარად გავიაროთ თანდათანობითი მატების ფონზე. 10 დან 20-შემთხვევამდე დღეში არის ის პროგნოზული მატება, რომელიც გვქონდა კარგ მოსალოდნელ სცენარში”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

დღეის მდგომარეობით საქართველოში 195 დადასტურებული შემთხვევაა.