ცხინვალში პატიმრობაში მყოფ მამუკა ჩხიკვაძეს ე. წ. სასამართლომ 5,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - სუსი

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ მამუკა ჩხიკვაძეს 5 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიესაჯა. სუსის განცხადებით, მამუკა ჩხიკვაძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმსა და ბერკეტს იყენებს.

„მამუკა ჩხიკვაძისთვის უკანონო პატიმრობის მისჯამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის არაჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის განმახორციელებელ ძალას.

მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან რეგულარულად აქტიურდება „ცხელი ხაზი“ და მისი უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

მამუკა ჩხიკვაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია 12 დეკემბერს გავრცელდა. ყოფილი სამხედო გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლება და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

LB loan image desktop LB loan image mobile