„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ცოტნე კობერიძე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლის დროს დააკავეს.
ის მალევე გაათავისუფლეს. აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ სცემეს.
„დაკავების შემდეგ რომ გამჩხრიკეს, მირტყეს. შემდეგ რაღაც ფოტო გადაიღეს ჩემთან და „გგულშემატკივრობთ, აბა, ქვეყანას როდის უნდა უშველოო?“ – დამცინოდნენ. მერე გამიყვანეს ჭიჭინაძის ქუჩაზე, შუაში დამაყენეს და იქ მცემეს, დაახლოებით 1 წუთი მირტყამდნენ. შემდეგ პოლიციაში კარგად მომექცნენ.
ტელეფონი წამართვეს და კოდს მთხოვდნენ, რომ არ ვუთხარი მირტყეს ფერდებში. შემდეგ კედელზე მიმაყუდეს და გამჩხრიკეს. იყო გინება და შეურაცხყოფა. რომ გაარკვიეს, რომ სანამ პარლამენტი დამითხოვს, ხელშეუხებლობა მაქვს და დაკავებული დიდხანს ვერ ვეყოლებოდი, რაღაცები გამაფორმებინეს“, – თქვა მან.