ცქიტიშვილი 21:00-იდან 06:00 საათამდე ეკლესიებში შეკრებაზე - ეს იქნება დარღვევა

პუბლიკა

„თქვენს კითხვაზე ჩემი პასუხი ისაა, რომ ეს იქნება კომენდანტის საათის დაირღვევა“, – ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა შეკითხვას იმის თაობაზე, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე 21:00 საათმდე თუ მივა ეკლესიებში მრევლი და 06:00-მდე დარჩება, დაირღვევა თუ არა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.

ამგვარი იდეა უკვე წამოაყენა რამდენიმე სასულიერო პირმა.

„კომენდანტის საათის პირობები ძალიან მკაფიოა – 21:00 საათიდან, 06:00 საათამდე გადადგილება ნებადართული არ არის. ამასთან ერთად, არ არის ნებადართული 3 ადამიანზე მეტის შეკრება. შესაბამისად, ამ ორი პირობის კომბინაციით, თქვენს კითხვაზე პასუხი ისაა, რომ, რა თქმა უნდა, კომენდანტის საათი დაირღვევა“, –  თქვა მაია ცქიტიშვილმა

„შეეხება თუ არა 3 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა სასულიერო პირებს?” –  შეკრება ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს, მთელ ტერიტორიაზე – ამბობს ცქიტიშვილი.

ცქიტიშვილი ასევე ამბობს, რომ ის და მისი ოჯახი სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებას არ აპირებენ. იგივეს ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, ჯანდაცვის მინისტრი ეკა ტიკარაძე და სოფლის მეურნეობის მინიტრი ლევან დავითაშვილიც.
_____________

„ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს“, – ამბობს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე სპეციალურ განცხადებაში.

ის ასევე ამბობს, რომ საღმრთო ლიტურგიის (და სხვა საზოგადო მსახურებათა) შესრულებისას ეკლესიაში უნდა დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში – შეზღუდული რაოდენობით მრევლიც.