„და ჩვენ ვიცეკვეთ“ Indiwire-ის 2020 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ინდი ფილმების ოცეულშია

პუბლიკა

ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ 2020 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ინდი ფილმების სიაში მოხვდა.

ამერიკული ონლაინგამოცემა Indiewire ყოველწლიურად აქვეყნებს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ინდი ფილმების ოცეულის განახლებად სიას. სიაში შედის ის დამოუკიდებელი, უცხოენოვანი და დოკუმენტური ფილმები, რომლებსაც აშშ-ისა და კანადის კინოთეატრებში ლიმიტირებულად აჩვენებენ. გამოცემა შემოსავლების შესახებ ინფორმაციას Boxofficemojo-ს 11 თებერვლის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ოცეულში მე-19 ადგილს იკავებს. კინოჩვენებები აშშ-ის ორ კინოთეატრში 7 თებერვლიდან დაიწყო. აკინის ფილმმა პირველ დღეს $6 490 შეაგროვა, ამ დღისთვის კი ჯამში აშშ-ის კინოგაქირავებიდან მიღებულმა შემოსავალმა $13 880-ს მიაღწია.