დაღუპულ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას მსვლელობით აცილებენ

პუბლიკა

„TV პირველის” დაღუპულ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ. დილიდან მისთვის პატივის მისაგებად სამოქალაქო პანაშვილი გაიმართა. კოლეგა ოპერატორებმა ვიდეოკამერების დერეფანი გააკეთეს, მას ტაშით აცილებენ ბოლო გზაზე.

  • 218426449-192338252848372-5073066491540888796-n (1)
  • დაკრძალვა
  • ლექსო4
  • ლექსო3
  • ლექსო2
  • ლექსო1
  • ლაშქარავას პანაშვილი
  • 01 /

„TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რისი შედეგიც რამდენიმე ხანში გახდება ცნობილი. 5 ივლისს ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 5 პირი.