"დაუპიპინე ბიძინას" - 21 ოქტომბერს "ევორპული საქართველო" საავტომობილო აქციას გამართავს

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, პარტია ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკენ  საავტომობილი აქციას მოაწყობს.

„ევროპულმა საქართველოს“ 17 ოქტომბერს აქცია ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო  აქცია გაუქმდა.

“აქციები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გვექნება, ასევე თბილისში. ავტომანქანების კოლონები შემოვლენ თბილისში და აქ დააფიქსირებენ პროტესტს, უშუალოდ ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან. ეს იქნება აქცია, კოდური სახელწოდებით „დაუპიპინე ბიძინას.“

ასევე, ვთხოვთ ჩვენ თანამოქალაქეებს, ეს დღე გამოიყენონ იმისთვის, რომ სამანქანო სიგნალებით დააფიქსირონ თავიანთი უარყოფითი პოზიცია ამ მთავრობის მიმართ“,- განაცხადა კაპანაძემ.

ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს მთელი დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით და, რა თქმა უნდა, თბილისში გვექნება ავტომობილების აქცია "…

Posted by Sergi Kapanadze on კვირა, 18 ოქტომბერი, 2020