დღეიდან Netflix-ის 10 დოკუმენტური ფილმის ნახვა Youtube-ზე უფასოდ არის შესაძლებელი

Netflix-მა 10 საგანმანათლებლო დოკუმენტურ ფილმზე უფასო წვდომა დაუშვა. მომხმარებლებს მათი უფასოდ ნახვა დღეიდან  Youtube-ზე შეეძლებათ. დოკუმენტური ფილმების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

შემოთავაზებული დოკუმენტური ფილმები მოიცავს ბუნებაზე, სამოქალაქო უფლებებზე, მუსიკაზე და სხვა საგანმანათლებლო საკითხებზე გადაღებულ 40-მდე სერიას.