დღეს Cavea City Mall-ში რეგიონში პირველი ScreenX პრემიერა გაიმართება

პუბლიკა

დღეს, 14 ნოემბერს, (19:15) Cavea City Mall-ში რეგიონში პირველი ScreenX პრემიერა გაიმართება.

ScreenX-ს რევოლუციური ტექნოლოგიაა, რომელიც ფილმის ყურებას განსხვავებულ გამოცდილებად აქცევს. ერთდროულად სამ ეკრანზე ვიზუალური თხრობა მაყურებელს გასამმაგებულ შთაბეჭდილებას უტოვებს.

„ფორდი ფერარის წინააღმდეგ“ იქნება პირველი ფილმი, რომელსაც მაყურებელი ScreenX ფორმატში, სამ ეკრანზე, 270 გრადუსიანი პროექციით ნახავს.

„ფორდი ფერარის წინააღმდეგ“ ჯეიმს მანგოლდის ბიოგრაფიული დრამაა,  რომელიც ლემანის 24-საათიანი რბოლის მოსაგებად ორი ავტოგიგანტის, ფორდისა და ფერარის დაპირისპირების ნამდვილ ისტორიას ეფუძნება. ფილმში მთავარ როლებს კრისტიან ბეილი და მეთ დეიმონი ასრულებენ