დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 50-მდე პედაგოგი აიცრა – სამინისტრო

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს  საუნივერსიტეტო კლინიკაში 50-მდე პედაგოგი აიცრა. საუბარია 55 წელს ზემოთ მასწავლებლებზე, რომლებიც ასაკობრივ ჯგუფში არიან.

 „აქცია, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში დავიწყეთ პედაგოგების ჯგუფის ასაცრელადაა მიმართული. საუბარია 55 წელს ზემოთ პირებზე, რომლებიც ასაკობრივ ჯგუფში არიან. აქციაში ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები იყვნენ ჩართულები. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესი ბავშებისა და პედაგოგებისთვის უსაფრთხო იყოს. აქცია საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება და პედაგოგებს ცნობილი ექიმები აცრიან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისკენ მიმართულ კამპანიას, მინისტრის განცხადებით, ივნისი-ივლისისთვის დღიური მიმართვიანობა 3000-ს უნდა შეადგენდეს. 20 აპრილის მონაცემებით, 31 019 ადამიანია აცრილი.

სამინისტროს ცნობით, აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22.