დმანისში ენმ-ის მხარდამჭერების დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

დმანისში ენმ-ის მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ დაუთაშვილის შვილს, დავით დაუთაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

შსს-ს ინფორმაციით, რომ ბრალდებულმა 21 სექტემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს. პოლიციამ ბრალდებული დმანისის მუნიციპალიტეტში დააკავა.