ძალადობისა და დაშინების ადგილი ამ არჩევნებზე არ არის - დეგნანი

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, არჩევნებზე ძალადობისა და დაშინების ადგილი არ არის და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები მსგავს შემთხვევებს ყურადღებით დააკვირდებიან. კელი დეგნანმა მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო პროცესის ორგანიზებისთვის და ხალხს მოუწოდა, მივიდნენ არჩევნებზე.

„ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევანი ხალხისთვის.

მე ვიმყოფებოდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო გაწია არჩევნების ადმინისტრირებისა და ორგანიზების კუთხით, განსაკუთრებით იმ გამოწვევების ფონზე, რასაც პანდემია ქმნის. მათ მიიღეს ყველა ზომა, რათა თითოეულმა მოქალაქემ ხმა უსაფრთხოდ მისცეს. ყველამ უნდა დააფასოს ეს მართლაც მნიშვნელოვანი, კარგი სამუშაო, რომელიც გაწია საარჩევნო კომისიამ ამ კუთხით.

ჩვენ დავაკვირდებით არჩევნების პროცესს. საელჩოდან გვყავს 75 თანამშრომელი, რომლებიც სხვადასხვა უბანზე დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს. ძალადობისა და დაშინების ადგილი ამ არჩევნებზე არაა და, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებს ყურადღებით დავაკვირდებით. გთხოვთ, ატაროთ ნიღბები დაიცვათ სოციალური დისტანცია. ყველას გთხოვთ, მიხვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

LB loan image desktop LB loan image mobile