ენმ-ის გენერალურ მდივნად - ცისკარიშვილი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი ბეჟაშვილი აირჩიეს

პუბლიკა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ პირველი ყრილობა გამართა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ოფიციალურად გააფორმეს ლევან ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარედ არჩევა, ასევე კენჭი უყარეს წესდების ცვლილებას, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარის, რაიონალური ორგანიზაციების თავმჯდომარეების და პოლიტსაბჭოს ვადის 4 წლის ნაცვლად, 2 წლამდე შემცირებას.

გარდა ამისა, ყრილობაზე აირჩიეს გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, ხოლო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე – ლევან ბეჟაშვილი. პოლიტსაბჭოს წევრებად დამტკიცდნენ საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები და პარტიის სხვა წევრები:

  1. ლევან ხაბეიშვილი
  2. ლევან ბეჟაშვილი
  3. ხატია დეკანოიძე
  4. გიორგი ბოტკოველი
  5. დავით კირკიტაძე
  6. დავით ხაჯიშვილი
  7. დევი ჭანკოტაძე
  8. სულხან სიბაშვილი,
  9. ანი წითლიძე
  10. კობა ნაყოფია
  11. თინათინ ბოკუჩავა
  12. აკაკი მინაშვილი
  13. გიორგი გოდაბრელიძე
  14. აბდულა ისმაილოვი
  15. რომან გოცირიძე
  16. თეიმურაზ ჯანაშია
  17. ეკატერინე ხერხეულიძე
  18. ელგუჯა ბაგრატიონი
  19. ლევან ანთაძე
  20. გია აბულაძე
  21. მამული სურმანიძე
  22. გიორგი კირთაძე
  23. გიორგი ბარამიძე
  24. ირაკლი ქავთარაძე
  25. გიორგი ჩალაძე
  26. პეტრე ცისკარიშვილი
  27. ირაკლი ნადირაძე
  28. ლილე ლიპარტელიანი
  29. ბადრი ბასიშვილი
  30. დიმიტრი შაშკინი
  31. ირაკლი ფავლენიშვილი
  32. ირაკლი ქავთარაძე
  33. ლაშა ფარულავა
  34. გია ხარჩილავა.

ყრილობას ესწრებოდნენ როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონული ოფისების წარმომადგენლები. მათ შორის იყვნენ ენმ-ის ის წევრები, რომლებმაც ხაბეიშვილს არ დაუჭირეს მხარი, მაგალითად, ხატია დეკანოიძე და ანა წითლიძე. ყრილობას ესწრებოდა გიორგი მუმლაძეც. ყრილობაზე მივიდნენ სხვადასხვა პარტიის წევრები და პოლიტიკოსები.

ყრილობას სიტყვით მიმართა ლევან ხაბეიშვილმა.