ექიმი მაკა იოსელიანი „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. როგორც ექიმმა განმარტა, ელენენე ხოშტარიას აქვს „ძლიერი ტკივილი, უჭირს გადაადგილება დამოუკიდებლად, ხმარობს ხელჯოხს, უჭირს თუმცა ასრულებს გარკვეულ მოძრაობებს, თვითმომსახიურეობის ფარგლებში.“
ექიმის თქმით, პაციენტის გასინჯვა „ბოლომდე ვერ მოხერხდა, მიუხედავად პაციენტის მცდელობისა, ძლიერი ტკივილის გამო.“
ის მიიჩნევს, რომ „რომ კვლევა მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩატარდეს, რადგან გამოირიცხოს ყველა შესაძლო ვარიანტი, გაითვალოს ყველა რისკი.“
„პაციენტის გასინჯვის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე სახსრის დაზიანება, როგორც პერიფერიული, ასევე ცენტრალური, საუბარი არის რამდენიმე სახსარზე, მათ შორის წვრილ სახსრებზე, ფალანგები, მუხლები, მენჯ-ბარძაყები, რომელთა ნაწილის გასინჯვა ბოლომდე ვერ მოხერხდა, მიუხედავად პაციენტის მცდელობისა, ძლიერი ტკივილის გამო.
რადიოლოგიურ კვლევას გავეცანი, რომელიც ჩატარებულია 2026 წლის აპრილში, იქ ვლინდება რევმატიული დაავადებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები, არის გავა-თეძოს სახსარი, რომლის ანთება არის აღწერილი, ზოგადად არის ძლიერი ტკივილი, პაციენტს უჭირს გადაადგილება დამოუკიდებლად, ხმარობს ხელჯოხს, უჭირს თუმცა ასრულებს გარკვეულ მოძრაობებს, თვითმომსახიურეობის ფარგლებში.
ამ მონაცემების მიხედვით რევმატიულ პათოლოგიაზე, საუბარი არის ანთებით სახსროვან პათოლოგიაზე, რომელიც სავარაუდოდ პროგრესირებს, იმიტომ რომ 2024 წელს იყო მხოლოდ პერიფერიული სახსრები, იგულისხმება მუხლი, მხარი, არ ყოფილა წვრილი სახსრები და რაც მთავარია არ იყო გავა-თეძოს სახსარი რაც რევმატოლოგიისთვის რადიკლაურად ცვლის დიაგნოზს.
2024 წელს თურქი კოლეგების მიერ [იმიტომ რომ ვერ შესრულდა , სრული სურათი არ იყო] დიაგნოზი დაისვა რეაქტიული ართრიტი, ახლა რადიკლაურად შეცვლილია, დამატებულია პერიფერიული სახსრები, წვრილი სახსრები და რაც ძალიან ცვლის დიაგნოზს – ეს არის ხერხემლის, კერძოდ მისი მნიშვნელოვანი ნაწილის, გავა-თეძოს სახსრის ანთება.
თუმცა ამით, ეს პრობლემა არ მთავრდება. 2024 წელს დაფიქსირებულია ჰემოლიზური ანემიის არსებობა, თურქეთის რესპუბლიკაში. ამავე პერიოდში საუბარი იყო გარკვეულ ინფექციებზეც, რომლებზეც მკურნალობა ჩაუტარდა. გარკვეულ პერიოდში 2024 წლეს საუბარი არის, ფილტვის დაზიანებაზეც, რომლის სრული ვერიფიცირებაც ვერ მოხდა. ეს ყველაფერი გამოკვლევების ჩატარებას აუცილებელს ხდის, მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე სპეციალისტის კონსულტაცია მოხდეს და უამრავი კვლევა ჩატარდეს, ასევე განისაზღვროს თუ რა როლი აქვს აუტო იმუნური ჰემოლიზური ანემია, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში, ეს საფრთხე მხოლოდ ჰორმონის მაღალი დოზის გამოყენების შემდეგ მოიხსნა. პ
აციენტის გასინჯვა ძნელი იყო, მიუხედავად მისი მონდომებისა. ეს გაძნელება ჰქონდა ტკივილის გამო. პაციენტს სამედიცინო მაგიდაზე გასინჯვისთვის დაწოლა გაუძნელდა. ვერ გავსინჯეთ ტკივილის გამო – გავა-თეძოს სახსარი, ვერ შეფასდა ვერც მენჯ-ბარძაყის სახსრის მოძრაობა. ვფიქრობ, რომ კვლევა მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩატარდეს, რადგან გამოირიცხოს ყველა შესაძლო ვარიანტი, გაითვალოს ყველა რისკი. არც ერთი ქვეყნის ექიმი გამოკვლევას არ და ვერ დაიწყებს, სანამ სრულად კვლევა არ ჩატარდება“,- განაცხადა, ექიმმა-რევმატოლოგმა, მაკა იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე.
17 ივნისს ელენე ხოშტარიას ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 კვირაა, მოითხოვენ მისი მკურნალობის გეგმის შესრულებას, პენიტენციურ დაწესებულებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
„თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება“, – თქვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
პასუხად პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ელენე ხოშტარია „შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით“ და მისი „ჯანმრთელობის რაიმე სახით ან ფორმით გაუარესება არ მომხდარა“. ამ განცხადებაზე პარტია „დროამ“ თქვა, რომ ბევრ უზუსტობას და ტყუილს შეიცავს.
19 ივნისს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თქვა, რომ მზად არის, შეისწავლოს პენიტენციურ დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ეფექტიანობა, თუმცა ამისთვის აუცილებელია თავად პატიმრის თანხმობა.