ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

პუბლიკა

დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა, ასევე, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა
39 300-ზე მეტი აბიტურიენტი.

ცენტრში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გამართვის ვადების ცვლილება არ განიხილება. ჩვეულებრივ, გამოცდები ივლისში გაიმართება და ზუსტი თარიღი ივნისში განისაზღვრება.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. ჩასაბარებელი საგნის შეცვლა (წაშლა, დამატება), გამოცდის ენის შეცვლა ან კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) არჩევა აბიტურიენტებს 2020 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ, საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი – აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით.

ცენტრის ცნობით, რეგისტრაცია გაიარა სულ 3 600-ზე მეტმა სტუდენტმა; 12 600-ზე მეტმა მაგისტრობის კანდიდატმა; 19 600-ზე მეტმა მასწავლებლებელმა და მასწავლებლობის მსურველმა.