ევროკავშირი საქართველოს COVID-19-თან საბრძოლველად 183 მლნ ევროს გამოუყოფს

პუბლიკა

ევროკავშირი საქართველოს, კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად, 183 მილიონ ევროს გამოუყოფს.

ინფორმაციას ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან თანამშრომლობის დირექტორი ლოურენს მერედიტი ტვიტერზე წერს და შესაბამის ცხრილს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ევროკავშირი 80 მილიონ ევროს დაუყოვნებლივი საჭიროებებისთვის, ხოლო 883 მილიონ ევროს, მოკლევადიანი მხარდაჭერისთვის გამოყოფს.

აღნიშნული თანხიდან 183 მილიონ ევროს საქართველო მიიღებს. დახმარებას მიიღებენ ასევე სომხეთი (92 მლნ ევრო), აზერბაიჯანი (14 მლნ ევრო), ბელარუსი (60 მლნ ევრო) , მოლდოვა (87 მლნ ევრო), უკრაინა (190 მლნ ევრო).

კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად ევროკავშირს 15,6 მილიარდი ევროს პაკეტი აქვს განსაზღვრული. აქედან 2,1 მილიარდი ევრო -სამხრეთ სამეზობლოსთვის, ხოლო 962 მლნ ევრო – აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, 800 მლნ ევრო კი- თურქეთისა და დასავლეთ ბალკანეთისთვის.

LB loan image desktop LB loan image mobile