ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა

პუბლიკა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა – ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

„საბჭომ დღეს სანქციების გახანგრძლივება გადაწყვიტა კიდევ ექვსი თვით, 2026 წლის 15 სექტემბრამდე, მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებლები არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრაზე.

სანქციების მოქმედება გაგრძელდება 2,600 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ, ვინც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ დასანქცირდნენ. სანქციები მოიცავს მოგზაურობაზე შეზღუდვებს, აქტივების გაყინვას, და დასანქცირებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ფინანსების ან სხვა ეკონომიკური რესურსების მიწოდებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციების გადახედვის კონტექსტში, საბჭომ ასევე გადაწყვიტა ორი პირისთვის დაწესებული სანქციები არ განეახილებინა და სიიდან ხუთი გარდაცვლილი პირი ამოეღო.

ევროკავშირი აღნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიზანია, „სერიოზულად დაასუსტოს რუსეთის ეკონომიკური საფუძველი, ჩამოერთვას მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიები და ბაზრები და მნიშვნელოვნად შეეზღუდოს ომის წარმოების შესაძლებლობა“.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას.