„ევროპული საქართველო“ მოსახლეობას ვალდებულებათა ბარათს დაურიგებს

პუბლიკა

ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, დღეიდან „ევროპული საქართველო” მოსახლეობას დაურიგებს ვალდებულებათა ბარათს, რომელიც რიგ რეფორმებს მოიცავს, რომელთა შესრულების ვალდებულებასაც პარტია იღებს.

დავით ბაქრაძის თქმით, ეს არ არის მხოლოდ დაპირება. მისი თქმით, „ევროპული საქართველო” ხელშეკრულებას დებს მოქალაქეებთან, სადაც ყველა ვალდებულებაზეა საუბარი. დავით ბაქრაძის თქმით, ვალდებულებათა ბარათი და ხელშეკრულება ხალხთან ნათლად აჩვენებს, თუ რას უნდა დაუჭიროს მოსახლეობამ მხარი ოქტომბრის არჩევნებზე და ვის უნდა მოთხოვოს პასუხი, თუ ეს დაპირება არ შესრულდა.

  • „ეს ვალდებულებაა ის, რომ გადასახადებს შევამცირებთ და მათი შემცირების შემდეგ, ყოველწლიურად შევქმნით ქვეყანაში 100 ათას სამუშაო ადგილს და თითოეულ ოჯახს დავუზოგავთ ყოველწლიურად 2000 ლარს.
  •  ვალდებულებაა, რომ პენსიას, სოციალურ დახმარებას და დევნილთა დახმარებას გავაორმაგებთ;
  • ვალდებულებაა, რომ სახელმწიფოს ხელში არსებულ  ქონებას გადავცემთ კერძო საკუთრებაში ადამიანებს, რომ ქონება გამოიყენოს ხალხმა და არა მთავრობამ;
  •  ვალდებულებაა, რომ ქვეყანაში მოვიწვევთ უცხოელ მოსამართლეებს, ავამუშავებთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუს და ქვეყანაში გვეყოლება თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო.

გვექნება ორი დოკუმენტი, ერთი არის ვალდებულებათა ბარათი, სადაც მოკლედ არის გაწერილი ყველა ის ვალდებულება, რასაც ვიღებთ. მეორე იქნება ხელშეკრულება ხალხთან, რომელზეც იქნება პარტიის ლიდერების ხელმოწერა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პირადად ვაგებთ პასუხს ყველა იმ ვალდებულებაზე, რასაც ხალხის წინაშე ვიღებთ. მას ექნება პოლიტიკური ვალდებულებითი ძალა და ეს არ იქნება ჰაერში გასროლილი დაპირება”, – განაცხადა  დავით ბაქრაძემ.