„ევროპულმა საქართველომ“ ეკონომიკური გეგმა და საარჩევნო სლოგანი წარადგინა

პუბლიკა

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ ეკონომიკური გეგმა და საარჩევნო სლოგანი წარადგინა.

„შენი კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისთვის“- ესაა პარტიის სლოგანი. როგორც ევროპულ საქართველოში აცხადებენ, დღეს ცვლილებებია საჭირო და ეს ყველასთვის უდავოა. მათი თქმით, ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, საჭიროა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, ამისათვის კი სწორი კომპასია საჭირო, რომელიც სწორ მიმართულებას აჩვენებს.

„ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა „ხელშეკრულება ხალხთან“, რომელიც მათი თქმით, გაფორმდება საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან.

ევროპული საქართველოს „ხელშეკრულება ხალხთან“ მოიცავს სხვადასხვა პუნქტს, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შესრულდება.

ხელშეკრულების მიხედვით, გადასახადების შემცირების შედეგად შეიქმნება 100 000 სამუშაო ადგილი და წელიწადში ოჯახს საშუალოდ 2000 ლარზე მეტი დარჩება. გეგმა შემდეგნაირია:

  • შემცირდება მთავრობისა და ბიუროკრატიის ხარჯები 2 მილიარდით;
  • მუნიციპალიტეტებს ავტომატურად დარჩებათ ადგილზე მოკრებილი გადასახადების ნაწილი;
  • გაორმაგდება პენსიები;
  • გაორმაგდება სოციალური დახმარებები;
  • გაორმაგდება დევნილების დახმარებები;
  • საკუთარი არჩევანის შემთხვევაში, ადამიანები დაიბრუნებენ საპენსიო ანაბრებს;
  • ხალხს საკუთრებაში გადაეცემა მთავრობის ხელში არსებული საწარმოები, მიწები, ტყეები და საძოვრები;
  • სოფლებში მოგვარდება გაზისა და წყლის პრობლემა, დაიგება გზები;
  • გადართოვდება ნაფიცი მსაჯულების სასამართლო;
  • შემოღებული იქნება შერიფებისა და მოსამართლეების არჩევითობა;
  • დამარცხდება კრიმინალი და კანონის უზენაესობა იქნება უზრუნველყოფილი;

ხელშეკრულებას ხელს აწერს ევროპული საქართველოს თავჯდომარე დავით ბაქრაძე, პარტიის გენერალური მდივანი, გიგი უგულავა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია.

ევროპულმა საქართველომ ასევე წარადგინა ვალდებულებათა ბარათი, რომლის მიხედვითაც პარტია, გამარჯვების შემთხვევაში, იღებს ვალდებულებას შემდეგი პუნქტების შესრულებაზე:

დასაქმებული და შეძლებული ხალხი

  • გადასახადების შემცირების გზით შეიქმნება 100 000 სამუშაო ადგილი და თითოეულ ოჯახს, ყოველწლიურად, 2000 ლარი დარჩება;

მეტი საკუთება ხალხს

  • ხალხს და სოფლის თემებს კერძო საკუთრებაში გადაეცემათ მთავრობის კუთვნილი ქონება, ტყეები, საძოვრები და მიწები;

სიღარიბის დაძლევა

  • გაორმაგდება პენსია, სოციალურ და დევნილთა დახმარებები;

უსაფრთხო და დაცული ოჯახი

  • დამარცხდება კრიმინალი და ქუჩები გახდება უსაფრთხო, შეიქმნება დამოუკიდებლი სასამართლო;