„ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო გუნდის პრეზენტაცია გამართა

პუბლიკა

„ევროპულმა საქართველომ“ დღეს რიგითობითი პარტიული სია არ წარმოადგინა. მათ დღეს საპარლამენტო გუნდის პრეზენტაცია გამართეს და აღნიშნეს, რომ პრინციპი პარტიული სიის დაკომპლექტების, იქნება პარტიული კონკურენცია.

პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განმარტა, რომ „ევროპული საქართველო“ პარტიულ სიას რიგითობით არ წარმოადგენს, რადგან პარტიის პრინციპია, რომ პარლამენტში შესაყვანი დეპუტატების სია ამომრჩევლის ხმების უმრავლესობამ გადაწყვიტოს.

„ჩვენი წარდგენა არ ყოფილა რიგითი ნომრების მიხედვით იმიტომ, რომ ეს არის „ევროპული საქართველოს” გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვართ ის პარტია, სადაც კაბინეტებში იწერება სიები; ჩვენ არ ვართ ის პარტია, სადაც ერთი ორი ან ხუთი ადამიანი წყვეტს, ვინ უნდა იყოს პარლამენტში; ჩვენ არ ვართ ის პარტია, სადაც ადამიანები თანამდებობებს ინაწილებენ ისე, რომ ხალხს აზრს არ ეკითხებიან;

ჩვენ ვართ ის პარტია, სადაც ყველაფერს გადაწყვეტს ამომრჩევლის და ხალხის აზრი, ამიტომ ძირითადი პრინციპი პარტიული სიის დაკომპლექტების, არის პარტიული კონკურენცია. დიახ, აი, ეს ადამიანები, კიდევ ბევრი სხვა, იბრძოლებენ ყველგან, თითოეულ ოლქში, თითოეული უბანში, თითოეულ რაიონში და პარლამენტში გავლენ მათგან ყველაზე ღირსეულნი, ვისაც მხარს დაუჭერს ხალხი, ვისი ხილვაც თქვენ მოგინდებათ პარლამენტში, ის იქნება თქვენი დეპუტატი;

როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, კოალიციურ ხელისუფლებაზე, მრავალპარტიულ ხელისუფლებაზე, ყველა პარტიამ მაგალითი უნდა მისცეს თვითონ და ჩვენ ვართ ის პარტია, სადაც გადაწყვეტილებას მთლიანად მიიღებს ამომრჩეველი, თქვენ, ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვინ იქნება თქვენი წარმომადგენელი პარლამენტში – ეს არის „ევროპული საქართველოს“ სია.

მეორე საკითხია – ეყოლება თუ არა „ევროპულ საქართველოს“ პრემიერობის კანდიდატი. მე არ დავმალავ, ჩვენი გუნდის ამბიციაა, რომ მომავალ კოალიციურ ხელისუფლებაში ვიყოთ წამყვანი ძალა, ამბიციაა, რომ შემოვიტანოთ გარდამტეხი ცვლილებები და წავიყვანოთ ქვეყანა წინ. ჩვენი გუნდის ამბიცია არაა, გავინაწილოთ სკამები, ამიტომ ჩვენი შეგნებული არჩევანია, ეს არჩევნები მივუძღვნათ საქართველოში მცხოვრები 4 მილიონის კეთილდღეობას და არა სკამების განაწილებას, აი, ამიტომ არ ვასახელებთ პრემიერობის კანდიდატს, ხალხმა გადაწყვიტოს და ხალხისთვის გავიმარჯვებთ და არა იმიტომ, რომ ვინმემ პრემიერის სკამი დაიკავოს“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

საპარლამენტო გუნდის წევრები არიან:

  • გიგი უგულავა;
  • ტარიელ ნაკაიძე;
  • გოჩა გურგუჩიანი;
  • ლევან თარხნიშვილი;
  • ზურაბ ჩილინგარაშვილი;
  • არსენ კარაპეტიანი;
  • აჰმედ იმამყულიევი;
  • ირინე აფხაზავა;
  • გიორგი კანდელაკი;
  • ზურაბ ჭიაბერაშვილი;
  • მაია კაციტაძე;
  • გიორგი ღვინიაშვილი;
  • სერგო რატიანი;
  • ელენე ოზაშვილი;
  • მალხაზ პატარაია;
  • ირაკლი კიკნაველიძე;
  • მარიამ რამინაშვილი;
  • ოთარ კახიძე;
  • ირაკლი აბესაძე;
  • ლელა ქებურია;
  • გიგა ბოკერია;
  • აკაკი ბობოხიძე;
  • ნინო გოგუაძე;
  • ზაზა კედელაშვილი;
  • ზურაბ ბუცხრიკიძე;
  • ირმა ნადირაშვილი;
  • გიგი წერეთელი;
  • სერგი კაპანაძე;
  • ხათუნა გოგრიშვილი;
  • ტარიელ ნაკაიძე;
  • არმაზ ახვლედიანი;
  • ელენე ხოშტარია;
  • შალვა შავგულიძე;
  • დავით ბაქრაძე;