Facebook-მა რუსეთის სამთავრობო მედიას რეკლამის გავრცელება აუკრძალა

პუბლიკა

Facebook-მა რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებებს რეკლამის განთავსება და მონეტიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით აუკრძალა.

ინფორმაციას Facebook-ის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, ნათანიელ გლეიჰერი ავრცელებს.

„ვუკრძალავთ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებს რეკლამის გავრცელებას და ჩვენს პლატფორმაზე მონეტიზაციის განხორციელებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ცვლილებები უკვე შედის ძალაში და ამ მიმართულებით მუშაობა შემდგომ დღეებშიც გაგრძელდება“, – განაცხადა გლეიჰერმა.