„ფაიზერის" ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში 24 ივლისს ჩამოვა - მთავრობა

პუბლიკა

აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის” ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოში შაბათს იქნება, – ამის შესახებ „პუბლიკას” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

შეგახსენებთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოს რამდენიმე ასეული ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საჩუქრად გადმოეცემა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა. 17 ივლისს კი პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საუბარია ნახევარ მილიონ დოზაზე.