„ფაიზერით“ აცრის სურვილი ამ დროისთვის 6 000-მა ადამიანმა გამოთქვა

პუბლიკა

სპეციალურ ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველი 8 490 პირია რეგისტრირებული, მათ შორის „ფაიზერით“ აცრის სურვილი 6 000-მა ადამიანმა გამოთქვა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით „პირველი არხი“ ავრცელებს.

ამ ეტაპზე საქართველოში სულ 4 281 პირია აცრილი.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის 29 500 დოზა შემოიტანეს, რომლითაც დაახლოებით 14 000 ადამიანი აიცრება.

25 მარტიდან მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც არის ხელმისაწვდომი.