დანია-ფინეთის მატჩზე ცუდად გახდომის შემდეგ კრისტიან ერიქსენი კლინიკაში გადაიყვანეს

პუბლიკა

დანიელი ფეხბურთელი, კრისტიან ერიქსენი ფინეთთან საფეხბურთო მატჩისას, შეუძლოდ გახდა, გონება დაკარგა და დაეცა. შემთხვევა ევროპის ჩემპიონატზე, დანია-ფინეთის მატჩზე მოხდა.

ის კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ თუ ფეხბურთელს გულს არ აუმუშავებდნენ, გულის არაპირდაპირ მასაჟს 40 წუთის განმავლობაში არ შეწყვეტდნენ, აგრეთვე ვრცელება ფოტოც, რომლის ნამდვილობა ჯერ დადასტურებული არ არის, სადაც ჩანს რომ მოედნიდან გაყვანისას ერიქსენი გონზეა.

ამ დროისთვის სტადიონზე გულშემატკივარი რჩება და ერიქსენის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ელის.

დანიის საფეხბურთო ასოციაციის ცნობით კი ერიქსენი ცოცხალია და დამატებითი გამოკვლევები უტარდება.

დაზუსტებულ ინფორმაციას უეფა რამდენიმე წუთში გაავრცელებს.