„ფორმულა 1-მა“ რუსეთის გრან-პრი გააუქმა

პუბლიკა

„ფორმულა 1-მა“ რუსეთის გრან-პრის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

ეს გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, „ფორმულა 1-ის“ აღმასრულებელი საბჭოს საგანგებო სხდომაზე მიიღეს.

„ფორმულა 1-მა“ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ შოკირებულები არიან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით და იმედი აქვთ, ვითარება უმოკლეს დროში შეიცვლება.

გაუქმდა სანქტ-პეტერბურგში გასამართი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალიც. მატჩი რუსეთის ნაცვლად საფრანგეთში გაიმართება.

LB loan image desktop LB loan image mobile