ფოტო | მინსკში, კალვარსკის ქუჩაზე ასამდე სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი გამოჩნდა

პუბლიკა

ბელარუსული პორტალი – TUT.BY მინსკში, კალვარისკის ქუჩის საპროტესტო აქციის ფოტოებს აქვეყნებს. ამავე პორტალის რეპორტიორების ცნობით, ისმოდა სროლის ხმაც. TUT.BY  წერს, რომ აქციაზე გაზეთ Nasha Niva-ს ჟურნალისტი ნატალია ლუბნევსკაია დაშავდა. რეპორტიორი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომიტინგეები პოლიციას მოუწოდებენ, რომ გადავიდნენ ხალხის მხარეს.

ბელარუსული გამოცემის ცნობით, კალვარისკის ქუჩაზე გამოჩნდა ასამდე სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პირი, რომელთაც ავტომატები და საბრძოლო აღჭურვილობა აქვთ. მათ გადაკეტეს კალვარისკის ხიდი, რის გამოც მოძრაობა მთლიანად შეზღუდულია.

  • 01
  • 03
  • 05
  • 02
  • 06
  • 01 /

ბელარუსში 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს საპროტესტო აქციები მოჰყვა. მინსკის ცენტრში მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო.