„ფული არჩევნებს ვერ იგებს“ – კობახიძე

პუბლიკა

„ფული არჩევნებს ვერ იგებს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

„ფული არჩევნებს ვერ იგებს. ასე რომ არ იყოს, მერწმუნეთ, რომ ოქრიაშვილიც და ჩოჩელიც იქნებოდნენ დღეს მაჟორიტარი დეპუტატები, პირველივე ტურში გაიმარჯვებდნენ. ფული არჩევნებს ვერ იგებს. ჩვენ მოგვიწია დიდ ფულთან შეჯახება ამ ოლქებში, მაგრამ ვერაფრით ვერ მოგვიგეს არჩევნები. ფული ვერც ერთ არჩევნებს ვერ იგებს“, – აღნიშნა კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, „რომ არა 50-50 ლარი“ ექნებოდა თუ არა არჩევნებს ის შედეგი, რაც ახლა აქვს.