28%-ის აზრით, ენმ/„ძალა ერთობაშია“ 23.5%-ის აზრით „ოცნება“ კოალიციურ მთავრობაში უნდა იყვნენ - „მთავარი არხის“ კვლევა

პუბლიკა

ტელეკომპანია „მთავარი არხი“ მისი დაკვეთით, IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვყენებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კითხვაზე: რომელი პარტიები უნდა იყოს აუცილებლად კოალიციურ მთავრობაში? – IPSOS-ის კვლევის შედეგები ასეთია:

ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ ამ შეკითხვაზე მოქალაქეს რამდენიმე პასუხის გაცემა შეეძლო.

  • „ნაციონალური მოძრაობა” და გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” – 28 %
  • “ქართული ოცნება” – 23,5 %
  • “ევროპული საქართველო” – 23 %
  • “ლეიბორისტული პარტია” – 17,5 %
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 17 %
  • ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეები” – 15 %
  • “პატრიოტთა ალიანსი” – 15 %
  • “ლელო საქართველოსთვის” – 14,5 %
  • “გირჩი” – 7,5 %
  • “თავისუფალი საქართველო” – 7 %
  • “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” – 6,5 %