გამოვლინდა ინფიცირების 153 ახალი შემთხვევა - 30 აპრილის კოვიდ სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 312 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 153 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 237 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  0.69%

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 655 098-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 0.87%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 237 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 637 037-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 807 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 153 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 76 შემთხვევა, აჭარა – 9, იმერეთი – 23, ქვემო ქართლი – 11, შიდა ქართლი – 5, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 8, კახეთი – 10, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 228 საიდანაც, 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 167, აჭარაში – 8, იმერეთში – 74. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 71 პირი, მათ შორის, თბილისში – 47, აჭარაში – 6, იმერეთში – 9. 935 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.