წულუკიანი ბაქრაძეზე: განხილვას მოსდევს ან არ მოსდევს პასუხისმგებლობა

პუბლიკა

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელთან ლაშა ბაქრაძესთან წიგნში დასვებულ შცდომასთან დაკავშირებით სერიოზულ განხილვას გეგმავს.

„განხილვას მოსდევს ან არ მოსდევს პასუხისმგებლობა, განხილვა ჯერ არ დაწყებულა ამიტომ ეს ყვირილიც არის ნაადრევი. განხილვას შეიძლება მოჰყვეს პასუხიმგებლობა, შეიძლება არა, მაგრამ განხილვის შინაარსი ანუ სერიოზული განხილვა გულისხმობს იმის კვლევას თუ რა მეთოდით იქნა ეს წიგნი შედგენილი, რა იყო ფონდებში საიდანაც ხელნაწერები იქნება მათ მიერ ამოღებული და წიგნში შეტანილი, შესაძლებელი იყო თუ არა ამ შეცდომის თავიდან აცილება, რა უნდა გააკეთოს ლიტერატურის მუზეუმმა იმისთვის, რომ ამგვარი შეცდომა არ იქნეს მომავლალში დაშვებნული. იმიტომ, რომ ლიტერატურის  მუზეუმი არის იმისთვის, რომ დიდი ქართველი პოეტების, მწრლების, მით უმეტეს გარდაცვლილების უფლებები დაიცვას და ერთის ლექსი არ მიაკუთვნოს მეორეს“,- განაცხადა წულუკიანმა „პირველი არხის“ ეთერში.

მინისტრმა განაცხადა, რომ როცა ლიტერატურის მუზეუმი, უწყება, როემლიც უნდა იყოს საავტორო უფლებების „სადარაჯოზე“, უშვებს ასეთ შეცდომას, ეს მიანიშნებს, რომ „სისტემაში არის რაღაც გამოსასწორებელი მათივე მხრიდან.“

„პირველ რიგში ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომელიც ვფიქრობ განზრახ არის ხოლმე გვერდზე გადადებული და დავიწყებული, კერძოდ ის რომ ლიტარეტურის მუზეუმი არ გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია ან როემლიმე კერძო სტრუქტურა ეს გახლავთ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ზედამხედველი უწყება არის კულტურის სამინისტრო.

მეორე ფაქტი, როემლიც ამ მოვლენების შეფასებისას არის მნიშვნელოვანი არის ის, რომ წიგნი რომელშიც გაიპარა შეცდომა თუ შეცდომები არ გახლავთ რაიმე წიგნი რომელიც რომელიღაცა გამომცემელმა გამოსცა ან დაფინანსდა კერძო სახსრებით, ეს გახლავთ წიგნი, რომლის შედგენა და გამოცემა ლიტერატურის მუზეუმმა, შესაბამისად ჩვენმა დაქვემდებარებულა ორგანიზაციამ განახორციელა კულტურის სმაინისტროს მიერ გაცემული ფინანსური თანხებით , შესაბამისად საქმე გვექვს ისეთ გამოცემასთან, რომელიც კულტურის სამინისტროს სახელს და ლოგოს ატარებს, ატარებს ლიტერატურის მუზეუმის სახელსა და ლოგოს, უფრო მეტიც,  ამ წიგნის გამომცემელი ანუ შემდგენელი არის არავინ სხვა თუ არა თავად ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბატონი ლაშა ბაქარაძე, შესაბამისად ერთი წიგნის გარშემო თავს იყრის არაერთი სახელმწიფო პასუხმისმგებლობა სამინისტრო, მუზეუმი, სამინისტროს სიპი და ბიუჯეტის თანხა რომელიც ამ წიგნის შესადგენად და დასაბეჭდად დაიხარჯა.

ეს თანხები დაიხარჯა ისეთ წიგნზე სადაც რამდენიმე ლექსი ანა კალანდაძისა მიკუთვნებული დარიანმისადმი, როემლიც განზრახ თუ უნებლიეთ მოპარეს ანა კალანდაძეს და მიაკუთვნეს ელენე დარიანს, ასევე გრიგოლ რობაქიძის ლექსი, ასევე ანა ახმატოვას და სხვების ლექსები. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზია, თუმცა მავანს მიაჩნია რომ ეს არის“,- განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის შეფასებით ეს არ იყო იმ ტიპის შეცდომა, რომელსაც შეიძლებოდა განმარტებითი „სტიკერი დაკვროდა.“

„არც იმას დავმალავ, ვერ დავიჯერე რომ ამგვარი შეცდომების კასკადი ერთ წიგნში ყოფილიყო, მით უმეტეს ისეთი რესპექტაბელური ორგანიზაციის ხელში შექმნილ წიგნში, როგორიცაა ლიტერატურის მუზეუმი, მაგრამ რეალობა ჯიუტია.

ამიტომ ჩაითვალა, რომ კულტურის სამინისტროს და სახელმწიფოს სახელი ვერ ექნებოდა ამ წიგნს, ამიტომ შესაბამისად ეს ტირაჟი დააბრუნა დონორთან, სამინისტრსოთან და მოითხოვა თანხის დამატება, რაც უნდა უცნაური იყოს, მერე რა მოხდა მიდგომა იქონია ლაშა ბაქრაძემ და თქვა, რომ იპარება ასეთი შეცდომები, რა ვქნათ, დაგვიმატე თანხა და ჩვენ გამოვცემთ ახალ წიგნს….. უარი ითქვაა თანხის თავიდან გაცემაზე“,- განაცხადა წულუკიანმა.