„გასარკვევი ისაა, ეს ზიზღის შადრევანი როგორაა კულტურისა და სპორტის მინისტრი“ - ბუაძე წულუკიანზე

პუბლიკა

„გასარკვევი ის არის, ეს ზიზღის და სიძულვილის შადრევანი როგორ იკავებს კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას“, – ასე გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ წევრი, საბა ბუაძე კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას.

წულუკიანმა გუშინ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ „გასარკვევია, რატომაა „ლელო“, როგორც ბრენდი, პოლიტიკური პარტიის ლოგოზე“.

„ისიც გასარკვევია, მისი და კალაძის ერთობლივი მეცადინეობის შედეგად როგორ მოხდა, რომ მკლავჭიდის ფედერაცია დღეს დისკვალიფიცირებულია ყველა საერთაშორისო ტურნირიდან და საქართველოში შარშან დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატი როგორ ჩააგდეს. ახლა რომ გაახსენდა სპორტის მინისტრობა და სახელი „ლელო“ გაუკვირდა, იქნებ ვინმემ გალაკტიონის ლექსი წაუკითხოს ამ „კულტურულ დემენტორს“, – წერს საბა ბუაძე სოციალურ ქსელში.