„გავრილოვის ღამის" ერთი წლის თავზე და არჩევნების პერიოდშიც პრემიერი ვიქნები - გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ე.წ. „გავრილოვის ღამის” 1 წლის თავზე კვლავ პრემიერის პოსტზე იქნება.

„საბოლოო ჯამში, კონცეპტუალურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის სად ვიქნები. მთავრობაში ვიქნები, მთავრობის ხელმძღვანელი ვიქნები, თუ ფერმერი ვიქნები. მე ჩემს გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებ. ახლა რაც შეეხება უკიდურესად მნიშვნელოვანია და პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმით, რასაც ვაკეთებ”,- განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, არჩევნების პერიოდში იქნება თუ არა იგი კვლავ პრემიერის თანამდებობაზე, გახარია პასუხობს: „დიახ, ვიქნები”.

ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია პრემიერობიდან გადადგომას აპირებდა და იგი „ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში პირველ ნომრად იქნებოდა წარმოდგენილი.