გენერალური დირექტორი მაკა ლომიძე იქნება, აღმასრულებელი დირექტორი - ლალიაშვილი | „იმედი“

პუბლიკა

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, მათ მენეჯმენტში ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, ნიკა ლალიაშვილი გენერალური დირექტორი აღარ იქნება და დღეიდან ეს პოზიცია მაკა ლომიძემ დაიკავა.

ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ ლალიაშვილი აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე გადავიდა. მათივე ცნობით, ახალი დირექტორი თანამშრომლებს დღეს ოფიციალურად წარუდგინეს და „არხის მართვასა და მისი პოლიტიკის განსაზღვრას უკვე დღეიდან შეუდგა“.

„იმედის“ ინფორმაციითვე, მაკა ლომიძეს სხვადასხვა ტელევიზიაში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის 19-წლიანი გამოცდილება აქვს.