გენრი დოლიძე, გიორგი მასალკინი, გიორგი გაბაიძე - ელისაშვილმა აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პუბლიკა

დღეს, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა 3 მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა.

ელისაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში მოქალაქეების ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გენრი დოლიძე იქნება.

ალეკო ელისაშვილმა გიორგი მასალკინი დაასახელა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.

ელისაშვილის განცხადებით, ხელვაჩაურის და მთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი გაბაიძე იქნება.