გერმანიის უმაღლესმა სასამართლომ სუიციდში დახმარებაზე აკრძალვა არაკონსტიტუციურად ცნო

ვასკა მათითაიშვილი

5 წლის განმავლობაში სუიციდში დახმარებაზე არსებული აკრძალვა გერმანიის უმაღლესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო.

სასამართლომ გადაწყვეტილება სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი პაციენტებისა და ექიმების საჩივრებით გაამყარა, რომლებიც იმ კანონს შეეხებოდა, რომელიც სუიციდში დახმარების კომერციულ რეკლამას კანონგარეშედ აცხადებდა.

კანონის თავდაპირველი მიზანი, სუიციდში ფულის სანაცვლოდ დახმარების აკრძალვა იყო, თუმცა პრაქტიკაში დანერგვის შემდეგ, კანონით, სუიციდის პროცესში ნებისმიერი ტიპის დახმარება აიკრძალა.

სუიციდში დახმარების კანონგარეშედ ცნობამ სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი პაციენტები იძულებულნი გახადა, სიცოცხლის მოსასწრაფებლად შვეიცარიასა და ნიდერლანდებში გამგზავრებულიყვნენ.

სამედიცინო ეთიკის ექსპერტი, გიტა ნოიმანი აცხადებს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, კანონის პრაქტიკაში დანერგვის შემდეგ, ექიმები გამუდმებით უარს ამბობდნენ პაციენტებისთვის სუიციდში დახმარების გაწევაზე.

რაც შეეხება ევთანაზიას, ის გერმანიაში დღემდე აკრძალულია და 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ევთანაზიის საკითხი გერმანიაში განსაკუთრებულად სენსიტიურია მას შემდეგ, რაც ნაცისტურ გერმანიაში შეზღუდული  ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობების მქონე 300 000-მდე ადამიანი მოკლეს „ევთანაზიის პროგრამის“ ფარგლებში.