ღარიბაშვილი: დღეს მივემგზავრები ბრიუსელში, გვექნება განხილვა ჩვენ მიერ წარდგენილი კითხვარის ირგვლივ

პუბლიკა

„დღეს მივემგზავრები ბრიუსელში, სადაც მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება განხილვა ჩვენს მიერ უკვე წარდგენილი კითხვარის ირგვლივ” –  განაცხადა  ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერის თქმით, შეხვედრებს გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვადაზე ადრე დავამთავრეთ კითხვართან დაკავშირებით მუშაობა. კიდევ ერთხელ მინდა, ყველა საჯარო მოხელეს მადლობა გადავუხადო, ვინც იყო ჩართული, მინისტრებს, ყველას, მთელ მთავრობას, ყველა უწყებას, პარლამენტს, რომ დროულად შეივსო კითხვარი და წარედგინა ევროკავშირს. ამ და სხვა საკითხებზე მექნება შეხვედრები ბრიუსელში, უმაღლეს დონეზე. ასევე მექნება შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან. ასე რომ, ამ შედეგებს საზოგადოებას მოგვიანებით გავაცნობთ“, –  აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.